სასწავლო პროექტი

სასწავლო ექსკურსია ვანის 
არქეოლოგიურ მუზეუმში


პროექტის მთავარი  იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: პროექტის მთავარი იდეაა გავაცნოთ მოსწავლეებს ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი საოქრომჭედლოს სახელოსნოს კვალი.

პროექტის აქტუალობა: გაეცნონ ძველ კოლხეთში აღმოჩენილ საოცარ ნაკეთობების, სხვადასხვა იარაღების ყალიბებს, რომ ისინი ფlობდნენ ოქროს დამუშავების სხვადასხვა ხერხს.

პროექტის მიზნები: ნანახის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ იმის დასაბუთებას, რომ მეცნიერთა მოსაზრებები მართლაც, სარწმუნოდ შეიძლება იყოს მიჩნეული.

მოსწავლეთა ასაკი: 11 –12 წლის.

ვადები/ ხანგძლივობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ჭედური ხელოვნების ნიმუშების შესწავლის შედეგად მოსწავლეებს შეეძლებათ;
ა) დაასაბუთონ, თუ როდის შეიქმნა ეს ნიმუშები. ლითონის დამუშავების რა ხერხებს ფლობდნენ ძველ კოლხეთში ოქრომჭედლები.
ბ) როგორ გაუფხილდნენ და დაიცვან ძველი მონაპოვარი.
გ) ისწავლიან ინფორმაციის შეგროვებას  და დახარისხებას.
დ) დაიცავენ  ექსკურსიაზე  ქცევის წესებს.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი რესურსები:  ვიდეო კამერა, ფოტო აპარატი, ფანქარი, სახატავი რვეული.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად. ვანაწილებ დავალებებს:
ა)  მოიძიონ ინფორმაცია ვანის არქეოლოგიურ გათხრების შედეგად აღმოჩენილ მასალებზე.
ბ) მოიძიონ ინფორმაცია არგონავტების  ექსპედიციის მიზნებთან დაკავშირებით.
გ) გაიხსენონ  რომელი ცნობილი არქეოლოგი ცდილობდა ერთ–ერთი ბერძნული მითის ,,გაცოცხლებას‘’ და რა აღმოაჩინა მან.
დ) მoვაწყოთ გამოფენა თავიანთი  ჩანახატების, ფოტოალბომების.

საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ხელოვნება: 

ს.გ.V.1.   მოსწავლეს შეუძლია  მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები    ნამუშევრის შექმნისას.

ს.გ.V.2.  მოსწავლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და  პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია მათ შემოქმედებითად გამოყენება.

ს.გ.V.3.   მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს,  მათ   შორის არსებულ კავშირებს და შეუძლია მათი ასახვ ნამუშევარში.

ს.გ.V.4.    მოსწავლეს შეუძლია გრძნობების და იდეებ ასახვ  ნამუშევარში.

ს.გ.V.5.   მოსწავლეს შეუძლია  დაგეგმს და შეასრულსხვადასხვა სახის სამუშაო.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა ფირცხალაიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mfircxalashvili@gmail.com